სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით?“ - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ კიევთან ახლოს იმყოფება. „თქვენი დაზვერვა კოჭლია. ვიდეოზე ჩვენ გოსტომელში ვართ. მეორე დღეს ჩვენ კიევის ნაცისტებთან დაახლოებით 20 კმ-ით ვიყავით დაშორებული და ამ მომენტში კიდევ უფრო ახლოს და გამოიცანით რამდენად ახლოს მივედით? თქვენმა სადაზვერვო სამსახურმა საერთოდ არ იცის როგორ იმუშაოს. როგორც ჩანს, უცხოელი ინსტრუქტორები და სამხედრო მრჩევლები მოძველებული მეთოდით გასწავლიდნენ. შეგიძლიათ ერთი წუთით დაისვენოთ, რადგან არ გჭირდებათ ჩვენი ძებნა - ჩვენ თვითონ გიპოვით. დიდი დრო არ გაქვთ, სჯობს დანებდეთ და დაგვიდგეთ გვერდით, როგორც არაერთხელ შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი აღსასრული მოვა. შეთავაზება კვლავ ძალაშია. მაგრამ არა დიდხანს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევდივართ კიევში ერთი მხრიდან, ხოლო მეორე მხრიდან ძველი გამოცდილი მებრძოლები ჩემი ძვირფასი ძმის ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, რომლებმაც გაიარეს ორი სამხედრო კამპანია და არაერთხელ აჩვენეს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები და სულისკვეთება. ჩვენ პრაქტიკაში გაჩვენებთ, რომ რუსეთი ომს უკეთ ასწავლის, ვიდრე უცხოური თეორია და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები. შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით?“, - აცხადებს კადიროვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100