ივანიშვილი - კოჰაბიტაცია და სამართლიანობის აღდგენა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ
კოჰაბიტაცია
და სამართლიანობის
აღდგენა ერთმანეთში
არ უნდა
ავურიოთ, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა,
ბიძინა ივანიშვილმა
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე სიტყვით
გამოსვლის შემდეგ
განაცხადა, როდესაც
ევროსაბჭოს დეპუტატის
კითხვას უპასუხა.
ბიძინა
ივანიშვილის
განცხადებით,
კოჰაბიტაცია
ქართველებისთვის
ახალი სიტყვაა, "მაგრამ შევეგუეთ" და ძალიან ჩვეულებრივი პროცესი გახდა.
"ჩვენ
ვახერხებთ
თანაარსებობას
ყოფილ ხელისუფლებასთან.
ორივე მხარემ, პოზიციამაც და ოპოზიციამაც კინკლაობისა და ჩხუბის მაგივრად უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა, რადგან ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არ გვაქვს ერთმანეთში საქმის გარჩევის დრო და მაქსიმალურად საერთო ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სწორი გზით წაყვანა",
- განაცხადა
ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის
განცხადებით,
კოჰაბიტაცია
და სამართლიანობის აღდგენა სხვადასხვა რამაა და არ უნდა მოხდეს პოლიტიკისა და სამართლიანობის ერთმანეთში არევა.
"ძალიან
ხშირად ამ ტერმინებს ერთმანეთში ურევენ, რაც იწვევს გაუგებრობა",
- განაცხადა
ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარი