სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაჩაღობა ზუგდიდის ცენტრში - შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა სუპერმარკეტიდან ფული წაიღო

ყაჩაღობა ზუგდიდის ცენტრში - ნიღბიანი და ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.

თავდამსხმელმა გამყიდველს 200 ლარი წაართვა და მიიმალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ დროს მაღაზიაში მოლარის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.

"შეუშინებიათ თანამშრომლები და დიდი თანხა არ იყო, მაგრამ, რაც იყო წაიღეს"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100