საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს
6 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური რესურსით და შპს სიოლტექთან თანამშრომლობით, გორის სოფელ საქაშეთში, 3 ჰა მიწის ფართობზე, ინტენსიური იტალიური ჯიშის ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღები გაშენდა. დაირგო 2600 ძირი ვაშლი, 1600 ძირი მსხალი და 1000 ძირი ბალი. პროექტის ფარგლებში ტერიტორია სარწყავი სისტემით აღიჭურვა. მეწარმეს უკვე მოძიებული ჰყავს პოტენციური პარტნიორი და წარმოებული ხეხილის საექსპორტო ბაზარზე გატანასაც გეგმავს.
პროექტის საერთო ღირებულება 260 000 ლარზე მეტია, აქედან შეღავათიანი აგრო სესხის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 220 000 ლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ,
რომ ბანკის
ფინანსური მხარდაჭერით და „შპს სოლიტექთან“ პარტნიორობით, გორის სოფელ
საქაშეთში ხეხილის ბაღები
გაშენდა. ვაშლის,
მსხლის და
ბლის ბაღები
3 ჰა მიწის
ფართობზეა გადანაწილებული და ბაღის
მოვლის ყველა
საჭირო პირობითაა უზრუნველყოფილი. ჩვენ აქტიურად
ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული
პროექტების ფინანსურ
მხარდაჭერას, რადგან
გვჯერა, რომ
მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ
ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა მერაბ
ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის
საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კომენტარი