ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბექა კვიციანი დააკა.
გამოძიება ემზარ კვიციანის ძმიშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნოდარ ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ცხადაძე ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი