სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაგვამხეს თავზე მაგიდა, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჯიკაობით ჩემსკენაც წამოვიდნენ" - ზაზა სარალიძე გენინსპექციაში იმყოფება

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იმყოფება. მოკლული არასრულწლოვანის მამა, გუშინ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიბარეს.

ზაზა სარალიძე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს და ყველა იმ სამართალდამცველის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ვინც გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა.

დასაჭერები არიან სუყველა, რას ჰქვია გადაცდომა? ეს გადაცდომა აღარ არის. ხელმძღვანელები თვითონ გადაწყვიტონ არიან თუ არა დასაჭერი, მაგრამ იქ კონკრეტული პოლიციელები გათავისუფლებული უნდა იყვნენ სამსახურიდან, სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს.

ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა, დაგვამხეს თავზე მაგიდა, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჩემზეც იძალადესთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, ჯიკაობით ჩემსკენაც წამოვიდნენ. ჭამა არ გვაცალეს რა უბედურებაა, სამართალდამცავი უნდა გიცავდეს და იქით მოდის ზეწოლაზე,“-ამბობს ზაზა სარალიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100