„15 წლის გარდაცვლილ ბიჭს ემიგრანტი ყავს დედ-მამა, რომლებიც თურქეთიდან მოდიან ამ დიდი ტრაგედიის გამო"
აი, რას წერს შოთო სიხარულიძე ლანჩხუთში, ავარიის შედეგად დაღუპული 15 წლის ბიჭის შესახებ:
„გარდაცვლილ ბიჭს ემიგრანტი ყავს დედ-მამა, რომლებიც თურქეთიდან მოდიან ამ დიდი ტრაგედიის გამო... საცოდავი მშობლები ლუკმა პურის ფულის საშოვნელად წავიდნენ რომ შვილის კეთილდღეობისთვის და ბედნიერებისთვის ებრძოლათ და ამხელა უბედურება დაატყდათ თავს... "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" უთანაგრძნობს ემიგრანტ მშობლებს.... 15 წლის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სიტყვები უძლურია ამხელა ტკივილის სახელი არ ააქვს... გამძლეობა ოჯახს... ------- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. მოზარდი კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მოხდა. მძიმეწონიან მანქანას საბურავი მოძვრა და მოზარდს დაეჯახა“.
კომენტარი