ტურისტული “თაღლითობა“ - ევროპაში მოგზაურობის ნაცვლად პოლიციაში დაკითხვაზე მოხვედრილი მგზავრები
ევროპაში მოგზაურობის სანაცვლოდ 14 მოტყუებული მგზავრი პოლიციაში დაკითხვაზე მოხვდა და სამართალდამცავებს იმ შოკისმომგვრელი ტურისტული აფერას შესახებ უამბო, რომელშიც ისინი თავად გაებნენ.
როგორც ცნობილი გახდა, ჟურნალისტებისგან და ექიმებისგან შემდგარმა ჯგუფმა ანი სულაძეს და ქრისტინა ჭედიას ევროპაში სამოგზაუროდ ჯამში არც მეტი და არც ნაკლები - 11 ათას ევრომდე გადაუხადეს, თუმცა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გაიგეს, რომ მოგზაურობა ევროპაში ჩაიშალა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, მათ თანხა მოგზაურობისთვის ოთხი თვით ადრე გადაიხადეს, რის საფასურადაც ჯგუფი 1 აგვისტოს ჯერ ლისაბონში, 9 დღის შემდეგ კი ბარსელონაში უნდა გადასულიყო. დაზარალებული მგზავრის თქმით, მათი გაუქმებული მგზავრობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 31 ივლისს გაიგეს, როდესაც სულაძეთან თვითმფრინავის ბილეთებისთვის და საგზურებისთვის მივიდნენ. მათივე თქმით, სულაძე დაზარალებულებს თანხის დაბრუნებას ყოველდღე ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოთ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ ყოფილა, ტურისტული აფერის მსხვერპლი სხვა ჯგუფებიც გამხდარან..მათ შორის დუბაიში , გერმანიაში და საბერძნეთში მიმავალი მგზავრები , ანი სულაძეს და ქრისტინა ჭედიას სქემა ყველასთან ერთნაირი აქვთ.. მგზავრები ჯერ თანხას იხდიან , თუმცა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე იგებენ რომ მათი მოგზაურობა ჩაშლილია.. გადახდილ თანხას კი არავინ უბრუნებს.
აღნიშნულ „თაღლითობის“ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
წყარო: პირველირადიო
კომენტარი