სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ნაზღაიძე საცოლეს დაშორდა და ალანა გაგლოევასთან ერთად ისვენებს

ნანუკას შოუს ეთერში ხელის თხოვნისა და გახმაურებული სასიყვარულო ისტორიის მიუხედავად ტელე-რადიოწამყვანი და დიზაინერი გიორგი ნაზღაიძე საცოლეს დაშორდა.

„მე და ჩემი საცოლე დავშორდით დიდი ხანია, არაფერი არ არის სამწუხარო ორივემ ასე გადავწყვიტეთ და ახლა მე ჩემი ცხოვრება გავაგრძელე ჩემი პირადით და მან თავისი ცხოვრება“ - განაცხადა გიორგიმ droni.ge-სთან საუბრისას.

ამ განცხადების ფონზე, რათქმაუნდა ეჭვი გააჩინა, ფეისბუქზე გიორგის მიერ ატვირთულმა ფოტოებმა, რომლებიც ლომისზეა გადაღებული და სადაც გიორგი ნაზღაიძეს, გვერდს უმშვენებს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი, მშვენიერი ქალბატონი ალანა გაგლოევა. სწორედ ამიტომ, გიორგის მისი და ალანას ურთიერთობასთან დაკავშირებითაც დავუსვით შეკითხვა.

გიორგი ნაზღაიძე: ერთ კვირაზე მეტია რაც მე და ალანა ფასანაურში ვართ ჩემს აგარაკზე. სხვა ცნობილი ადამიანებიც არიან აქ ჩვენთან ერთად, მაგრამ ვერ გეტყვით ვინ. ხომ ხედავთ ფოტოებიც კი არ ავტვირთე მათი. მე და ალანა დიდი ხანია მეგობრები ვართ, პრეზიდენტის რეზიდენციაში ერთ-ერთ საღამოზე ერთ სუფრასთან აღმოვჩნდით და მაშინ გავიცანი. დიახ ახლა ერთად ვისვენებთ და მომავალშიც ძალიან ბევრჯერ დავისვენებთ ერთად.

Droni.ge: თქვენ და ალანა მხოლოდ მეგობრები ხართ?

გიორგი ნაზღაიძე: დიახ მხოლოდ მეგობრები ვართ, ახლა აქ ალანას შეყვარებულიც არის ჩვენთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100