აშშ-ში მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა. ორი პრეზიდენტების შეხვედრა ვიზიტის ფარგლებში არ იგეგმებოდა, თუმცა იგი არაოფიციალურ ვითარებაში მაინც გაიმართა. პრეზიდენტები ერთმანეთს გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის სახელით გამართულ ლანჩზე შეხვდნენ, რომელსაც, ტრადიციულად, გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა და ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.
კომენტარი