სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შოკი მაქვს" - მაიკო კაჭკაჭიშვილს 3 ოთახიანი ბინა აჩუქეს

"შოკი მაქვს", - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც წერია, რომ მუსიკოსს ბინას ჩუქნიან. გუშინ მაიკო კაჭკაჭიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართა. მასში ქართული ესტრადის არაერთი მომღერალი მონაწილეობდა. მათ შორის, ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები, ლელა წურწუმია, ნოდიკო ტატიშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშილი, ნინო ჩხეიძე, რატი დურგლიშვილი, ქრისტინე იმედაძე და სხვები. საღამოზე მუსიკოსს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინა გადასცა. მაიკოს საჩუქარზე ნოდიკო ტატიშვილი წერს:

"მეგობრებო, ამ წუთებში "ოტიუმში" ჩემი უნიჭიერესი მეგობრის საღამოა და ისეთი სიურპრიზი გაუკეთა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ რომ ვერ წარმოიდგენთ! მაიკოს 3 ოთახიანი ბინა აჩუქეს რემონტით! გილოცავ! მიხარია! ვაშა!" - წერს მომღერალი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100