ფუკუშიმაში ისევ მიწა იძრა
ფუკუშიმას პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგები წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა. მათმა სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმური ცენტრის მონაცემებით, 5, 6 მაგნიტუდი შეადგინა. ცნობილი მიწისძვრისა და ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, პროვინციაში მოსახლეობის მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელმაც, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, თითქმის მთელი ღამე ქუჩაში გაატარა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სპეციალისტები ბიძგების გამეორებას არ გამორიცხავენ.
კომენტარი