6 ივლისი – კოცნის საერთაშორისო დღე
კოცნის საერთაშორისო დღე დიდ ბრიტანეთში, 20 წლის წინ, შემოიღეს. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კოცნის კონკურსები იმართება.
რატომ კოცნიან ადამიანები?
პირველ რიგში, ეს კულტურიდან მომდინარეობს. თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომანტიულ სიტუაციაში ადამიანები კოცნის გაუცნობიერებელ საჭიროებას გრძნობენ.
ცნობილი კოცნები
1990 წლის 15 სექტემბერს ამერიკელმა მინესოტელმა მამაკაცმა, ფესტივალის ფარგლებში, 8 საათის განმავლობაში 8011 ადამიანს აკოცა.
პირველი კოცნა ეკრანზე: 1896 წელი, თომას ედისონის ფილმი „კოცნა“. მეი ირვინისა და ჯონ რაისის მონაწილეობით, გაგრძელდა 30 წამი.
ფილმი, რომელშიც ყველაზე მეტი კოცნაა: 1926 წელს Warner Bros. Pictures–ის მიერ გადაღებული „დონ ჟუანი“. მასში 191 კოცნა დათვალეს.
ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში: რეჯის ტუმი და ჯეინ ვაიმენი 185 წამის განმალვობაში კოცნდინენ ერთმანეთს 1940 წელს გადაღებულ ფილმში You’re in the Army Now.
კოცნა სასარგებლოა:
– როდესაც კოცნით, სახისა და კისრის 29 კუნთი მუშაობს, ეს კი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.
– ვინც ხშირად კოცნის, მას იშვიათად აქვს კუჭისა და ნაღველის პრობლემები. ასევე, კოცნა ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია, ვინაიდან ამ დროს ორანიზმში ჰორმონი ენდორფინი გამოიყოფა.
– ჩვეულებრივი კოცნის დროს 5 კალორია იწვება. ხოლო ვნებიანი კოცნისას 30 კალორია.
– კოცნისას ერთი ადამიანიდან მეორეში 278 სხვადასხვა ბაქტერია გადადის. ნუ შეგეშინდებათ, მათი 95 პროცენტი საფრთხეს არ წარმოადგენს.
– საშუალოდ, ადამიანი კოცნაზე თავისი ცხოვრების 2 კვირას ხარჯავს.
– კოცნის დროს, ადამიანების 65 პროცენტი თავს მარჯვნივ ხრის.
წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=17507
კომენტარი