საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 243-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარი