ფიზიკის კანონით, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიააო
დორტმუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა მეტინ ტოლანმა თავისებური ფორმულა შექმნა და გამოთვალა, რომ მოახლოებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს.
როგორც გაირკვა, ფორმულა ძირითადად გერმანელთა ისტორიულ შედეგებზეა აწყობილი, თუმცა მთავარ დეტალებს პროფესორი არ ახმაურებს.
“გერმანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 1990 წელს მოიგეს. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ახლა ისევ მათი ჯერია. ჩემი გამოთვლებით, ეს ნაკრები ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია და ამაში მალე დარწმუნდებით”, – ასე დაუსაბუთებლად განმარტა საკუთარი მოსაზრება მეტინ ტოლანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ აქამდე სამჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი: 1954, 1974 და 1990 წლებში.

კომენტარი