წაგების მიუხედავად, "ზესტაფონი" შემდეგ ეტაპზე გავიდა
ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ წრეში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჩემპიონმა, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“. დღევანდელ საპასუხო მატჩში სტუმრად, კიშინიოვის „დაჩიასთან“ დამარცხების მიუხედავად (0:2), ზესტაფონელებმა ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, რადგან ერთი კვირის წინ, საკუთარ მინდორზე, „დაჩია“ უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 3:0. ჩემპიონთა ლიგის მესამე შესარჩევ წრეში „ზესტაფონის“ მეტოქე იქნება ავსტრიის ქალაქ გრაცის „შტურმსა“ და უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარის „ვიდეოტონს“ შორის გამარჯვებული.
კომენტარი