ისრაელმა ფრანგული გემი დააკავა
ისრაელის საზღვაო ფლოტმა ფრანგულ იახტაზე რეიდი განახორციელა, რომელსაც პრო-პალესტინელი აქტივისტები ღაზას სექტორისკენ პალესტინური ტერიტორიის ბლოკადის გარღვევის მიზნით მიყავდა.
ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, საზღვაო ფლოტმა ფრანგული გემი დღეს დააკავა და აშდოდის პორტში გადაიყვანა. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები რაიმე სახის ძალადობის ან შეტაკების შესახებ. ფრანგული იახტა ღაზას სექტორამდე მიღწევას საბერძნეთიდან ცდილობდა. მის ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა.
იახტამ საბერძნეთის ტერიტორიული წყლები კვირას დატოვა. გემბანზე მყოფი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ღაზას სექტორის ბლოკადა ისრაელის მხრიდან უკანონოა და ერთი მილიონი პალესტინელი უსამართლოდ ისჯება.
კომენტარი