სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ვოლსკი შეხვედრებს განაგრძობს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად პაატა სააკაძის 19 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ რიმა ბერაძესთან ერთად, შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 106 ოჯახი ცხოვრობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რომელიც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას აწუხებს.
„მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ როდესაც თქვენ რაიმეს განიცდით, არსებობს ვიღაც ხელისუფლებაში, ვისაც ეს აღელვებს. მე მზად ვარ გვერდში ამოგიდგეთ. ეს ჩემი ვალდებულებაა“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
დღესვე მან არსენალის მთის მიმდებარე დასახლება ფეხით მოიარა და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო.(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100