ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ნორვეგიაში
ნორვეგიის პოლიციამ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქართველი კრიმინალების რამდენიმე შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფი დააკავა, რომლებიც სამხრეთ ნორვეგიაში კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მაღაზიებს აყაჩაღებდნენ. ამის შესახებ ნორვეგიული მედია იუწყება.
ნორვეგიული გამოცემა Aftenposten-ის ინფორმაციით, 2010 წლის მარტიდან მოყოლებული დღემდე ნორვეგიას თავშესაფრის მოთხოვნით 183-მა ქართველმა მიმართა, რომელთაგან ამჟამად 65 სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი ან უკვე დაკავებულია.
გამოცემის ინფორმაციით, 183-ვე ქართველს უარი ეთქვა თავშესაფრის მიცემაზე, თუმცა სანამ მათი მოთხოვნის განხილვა მუშავდებოდა, მათ სხვადასხვა სახის დანაშაული ჩაიდინეს.
ნორვეგიული საინფორმაციო სააგენტოს, The Local-ის ინფორმაციით, 30 აგვისტოს ქალაქ მიოლდეში ნორვეგიის პოლიციამ ქართველი კრიმინალების სამკაციანი ჯგუფი დააკავა, რომლებიც სამხრეთ ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიებს აყაჩაღებდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ნორვეგიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით იყვნენ ჩასულები.
ნორვეგიის პოლიციის გამარტებით, ქართველი კრიმინალების ერთი ჯგუფი ორი მამაკაცისგან და ერთი ქალბატონისგან შდგებოდა, რომლებიც ნორვეგიაში ოთხი თვის წინ ჩავიდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში მათ ნორეგიის 14 სხვადახვა ქალაქში მდებარე მაღაზიები დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში, ოსლოში პოლიციამ ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დაკაავა.
კომენტარი