სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქცია მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა ბაზალეთზე, სადაც პრემიერის სახელით საზეიმო მიღება მიმდინარეობდა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, მერაბიშვილი და ახალაია პრემიერის პირადი პატიმრები არიან და მათ ბრალი უნდა მოეხსნათ.

პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი დამოუკიდებლობის დღის აღლუმის გარეშე აღნიშვნა იყო. აქციის მონაწილეები მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სტვენითა და შეძახილებით აცილებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100