სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვან დამის უკრაინელმა საყვარელმა ჟურნალისტი ცემა

ჟან-კლოდ ვანდამის უკრაინელი საყვარელი მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად ქალბატონმა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ცემა, რომელმაც მას რამდენიმე მწვავე შეკითხვა დაუსვა.

27 წლის ალენა კავერინამ პირველ კითხვაზეც არ გასცა პასუხი და გადამღებ ჯგუფს თავს მუშტებით დაესხა. ფიზიკური შეურაცხყოფაც არ იკმარა და იგი „შეიარაღებული ადამიანების“ გამოძაღებით იმუქრებოდა.

ჟურნალისტის ცემის პირველი ფაქტი რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა, კავერინამ მედიასაშუალების წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ეს უაკნასკნელი ვან დამის საყვარლის დაფიქსირებას მაკიაჟის გარეშე ცდილობდა.

შეგახსენებთ რომ ვან დამმა კავერინა ტაილანდში, ერთ-ერთ სტრიპტიზ ბარში გაიცნო, სადაც ეს ქალბატონი მოცეკვავედ მუშაობდა.

ამ დრისათვის კი ჟან-კლოდის უკრაინელი საყვარლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესი ელის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100