სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძლიერი აფეთქებები, მხვერპლი და ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უკ­რა­ი­ნამ ომის კი­დევ ერთი მძი­მე ღამე გა­და­ი­ტა­ნა. გა­დავ­ხე­დოთ გა­სულ ღა­მეს გან­ვთა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კას. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოხ­და რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან. უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი წუ­ხელ, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია იყო. აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა კი­ე­ვის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ის­მო­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას UNIAN-ი ავ­რცე­ლებს. BBC -ი კი წერს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რა­საც მოჰ­ყვა კი­დევ ორი აფეთ­ქე­ბა მეტ­რო­სად­გურ­თან. ქა­ლაქ­ში გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მცხოვ­რებს მო­უ­წო­დეს, სას­წრა­ფოდ შე­ა­ფა­რონ თავი თავ­შე­საფ­რებს. ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წუ­ხელ აფეთ­ქე­ბა იყო კი­ე­ვის სამ­ხრე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და სას­ტუმ­რო "იბი­სას“ შო­რის, რომ­ლის მახ­ლობ­ლა­დაც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მდე­ბა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ "ასო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი“ იუ­წყე­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100