სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტივ ჯობსის გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე (ვიდეო)

ფრაგმენტები გამოსვლიდან:

„მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირას 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“

„როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ Apple-იდან ჩემი გათავისუფლება ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენა იყო. მე გავთავისუფლდი წარმატებული ადამიანის ტვირთისგან და კვლავ შევიძინე ახალბედას სიმსუბუქე და ეჭვიანობა. ამან გამათავისუფლა და ჩემთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო“

„ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე?“

„როდესაც მახსოვს, რომ მალე მოვკდვები - ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დამეხმარა, მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს. თითქოს შიშველი ხარ და არ გაქვს მიზეზი, არ მოუსმინო საკუთარ გულს. სიკვდილი - ეს ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100