თურქეთში 17 წლის მოზარდმა მძინარე დედა მოკლა და ოჯახის 4 წევრი დაჭრა
17 წლის მოზარდმა თურქეთში მძინარე დედა მოკლა, ოჯახის 4 წევრი კი დაჭრა. საზარელი დანაშაული ფათიჰის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული მოზარდი კი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.
კომენტარი