სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღე მე-9 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეცხრე დღეს, ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს გოჩა პირდაპირ ნიცის ულამაზესი სანაპიროდან მოგვესალმა. ნიცაში ამჟამად ორი ფანზონაა. ერთში გულშემატკივრებს შეუძლიათ ფეხბურთის ყურება, ხოლო მეორეში უბრალოდ დასვენება და განტვირთვა.

ყველას, ვინც გოჩას ჩართვებს თვალყურს ადევნებს, გუშინ ნახა სხვადასხვა საინტერესო გასართობი და ატრაქციონი. იყო მაგიდის ჩოგბურთი, წყალბურთი, ბატუტი თუ სხვა, რითიც გულშემატკივრები ან უბრალოდ დამსვენებლები ერთობოდნენ თამაშების დაწყებამდე.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, ორი ჩრდილო ორლანდიელი გულშემატკივარი გარდაცივალა ჩემპიონატის დროს. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად გამოიფინა დროშები და მაისურები ნიცაში. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა დარენ როჯერსი გადავარდა.

„მოკლედ, როგორც ვატყობ, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, ლუდი და კაი გოგჩოები განუყოფელი ნაწილია, იმიტომ რომ ყველა ჩართვაში ძირითადი კომენტარები გოგონებთან დაკავშირებით მიდის“ - ამ ტექსტით მოგვმართა გუშინ გოჩამ ერთერთი ჩართვის დროს ნიცის სანაპიროდან.

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1329876523696431/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1329939947023422/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1330130773671006/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100