სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა ადასტურებს, რომ ჩვენების მისაცემად გამოცხადდება

დედაქალაქის მერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლლად გთავაზობთ.

„თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა.

სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში  2013 წლის 16 თებერვალს.“

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ: 2013 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა მოწმის სახით გიორგი (გიგი) უგულავას საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს დექტექტივების განყოფილებაში  იძულებით მოყვანის თაობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100