სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო რეფორმების ექსპორტიორი ხდება

საქართველო ქვეყანაში გატარებული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. ამ პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სასტუმრო "რედისონში", საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენციის გახსნისას გააკეთა, რომლის მიზანი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა.
ფსდფგფდფგდფგ
"საქართველო მზადაა, ქვეყანაში გატარებული რეფორმების ექსპორტი განახორციელოს და საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, რაც ნამდვილად საამაყოა. აღსანიშნავია, რომ "ბიზნესის წარმოება 2011"-ის კვლევის თანახმად, საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს", - განაცხადა გილაურმა. ქვეყანა ასევე მზადაა, სხვების გამოცდილება გაითვალისწინოს.
ფსდფგფდფგდფგ
"ჩვენ მზად ვართ, მეზობელ ქვეყნებში გატარებული წარმატებული რეფორმები გავიზიაროთ, რათა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველო ყველაზე საუკეთესო გახდეს', - დასძინა მან.
ფსდფგფდფგდფგ
რეგიონალურ კონფერენციას, რომლის ორგანიზატორებიც არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა, 100-მდე მონაწილე ჰყავს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი. კონფერენცია სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.
ფსდფგფდფგდფგ
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს რეფორმების სფეროში გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარება, წარმატებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების თავისებურებების შესწავლა.
ფსდფგფდფგდფგ
ქართველ მაღალჩინოსნებს საკუთარი რჩევები გაუზიარა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა კავკასიაში ასად ალამიმ. მან საქართველოს პრიორიტეტულ სფეროებად ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმის სფერო დაასახელა.
ფსდფგფდფგდფგ
მისი განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირება. მეორე მნიშვნელოვანი სფეროა ტურიზმის სექტორი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმი, რომლითაც ბევრი ადამიანია დაინტერესებული.
ფსდფგფდფგდფგ
ასად ალამის განცხადებით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის სფერო, რომელიც გასულ წლებში მნიშვნელოვნად არ ვითარდებოდა, თუმცა, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობამ ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ფსდფგფდფგდფგ
რაც შეეხება უკვე განხორციელებულ რეფორმებს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა ისინი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში გაუმჯობესდა ბიზნესის წარმოება და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავრობა მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ფსდფგფდფგდფგ
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე შემოსულია 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ხორციელდება 35 მნიშვნელოვანი პროექტი.
საქართველოს ყველაზე აქტიური პარტნიორი უკრაინა, ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას საგადასახადო სექტორში აპირებს.
ფსდფგფდფგდფგ
"უკრაინა საქართველოს საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო და ვმუშაობთ იმაზე, რომ ის კონსულტანტები, რომლებმაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე იმუშავეს, უკრაინაში მივიწვიოთ. უკრაინამ ქართველი სპეციალისტების დახმარებით, საქართველოს სამშენებლო სექტორის გამოცდილება უკვე გაიზიარა. ორი ქართველი კონსულტანტი მოვიწვიეთ, რომლებიც ორი თვის განმავლობაში სამშენებლო სექტორში ლიცენზიების გამარტივებაზე მუშაობდნენ. შედეგად, შემუშავდა კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო 93 პროცედურის რაოდენობა 23-მდე შემცირდება და რომელსაც დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს და უმაღლეს რადას გადასცემს" – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ.
ფსდფგფდფგდფგ
ორდღიანი კონფერენციის მონაწილეები დღეს ეწვევიან თბილისის მერიას, საჯარო რეესტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებს, სადაც განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნობიან. ხვალისთვის კი დაგეგმილია ლილოს საბაჟო ტერმინალის დათვალიერება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100