15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა, სადაც დაკავებულია მოთავსებული.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
როგორც დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი, თეონა გვაზავა აცხადებს, ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლისამართლებრივ დევნას არ ეთანხმება. გვაზავას თქმითვე, აღნიშნულ საქმეში არათუ მხოლოდ გამომძიებლის, არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰქონია ადგილი და არც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულა იძულების მუქარა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კომენტარი