სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა - 47%, "ქართული ოცნება" - 10%

ამერიკის დემოკრატიული ისტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრობას" გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა "ქართული ოცნება" 10%, მესამე ადგილზე კი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა" 3%.

NDI-ის კლევის შედეგების შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, კითხვაზე "ხვალ რომ საპრეზიდენტი არჩევნები იყოს" ჯერ დაუსახელებელ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ოპოზიციის ცნობილ ლიდერებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სხვადასხვა რეიტინგებშიც სახელისუფლო გუნდი ლიდერობს.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" - NDI-მ კვლევის შედეგები პოლიტიკურ პარტიებს დღეს გააცნო. ინსტიტუტის მიერ გამოკითხული იყო 3000 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ თავად NDI-მ კვლევის შედეგები მედიას იმ მოტივით არ გააცნო, რომ "პარტიული რეიტინგები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100