სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაკა პაპასქირი: „ოთხ საათს ვეგდე ნანგრევებქვეშ, ჩემს ირგვლივ ცხედრები იყო...“

დღეს გამთენიისას ტურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს ქართველი მაკა პაპასქირი, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დაშავდა: მან ნანგრევებქვეშ ოთხი საათი გაატარა. მაკა პაპასქირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„ოთხი საათი გავატარე ნანგრევებში, ჩემს ირგვლივ სულ ცხედრები იყო... საშინელება მოხდა, არასდროს დამავიწყდება... ხმამაღლა ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. უბრალო მოქალაქეები მეხმარებოდნენ, არანაირი ხელსაწყო არ ჰქონდათ, ჯოხიც კი - ხელით ალაგებდნენ ნანგრევებს და ისე ამომიყვანეს. 18 ადამიანი მოყვა ჩემთან ერთად ნანგრევებში, ყველა დაიღუპა“, - თქვა მაკა პაპასქირმა.

მაკა პაპასქირის გარდა, თურქეთსი მიწისძვრის დროს კიდევ სამი ქართველი დაშავდა. მათგან ერთი საქართველოში გადმოიყვანეს, ორმა კი დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100