კორდაიტები – წიწვოვანი მცენარეების წინაპრები
კორდაიტები გადაშენებულ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგია. კორდაიტები დიდი ზომის ხეებს წარმოადგენდა. მერქნის ტრაქეიდების კედლებზე გარემოიანი ფორები მჭიდროდ ჰქონდათ განლაგებული. მათი ლანცეტა ხაზური ან ნიჩბისებური, ფოთლების სიგრძე კი - 20-50 სმ და მეტი იყო.
კორდაიტები წარმოიშვა პროგიმნოსპერმების ტიპის მცენარეებისაგან და, შესაძლოა, დასაბამი მისცეს წიწვოვნებს. კარბონული და პერმული პერიოდის დასაწყისში, კორდაიტები გავრცელებული იყო ტროპიკულ ევრამერიკულ და არატროპიკულ ანგარულ ანუ ტუნგუსურ ოლქსა და გონდვანაში.
პერმულ ეპოქაში დიდი რაოდენობით იყო მხოლოდ ანგარულ ოლქში. კორდაიტების ფოთლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ სტრატოგრაფიისათვის.
კომენტარი