სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის მორზეს ანბანი?

მორზეს ანბანი სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი მეშვეობით ანბანის თითოეული ასოს, ციფრების და სასვენი ნიშნების ნაცვლად გამოიყენება გრძელი და მოკლე სტანდარტული ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალები ან ნიშნები და ცნობილია როგორც „წერტილები“ და „ტირეები“.

მისი შემქმნელია სამუელ მორზე და პირველად სწორედ მის ტელეგრაფში გამოიყენებოდა 1840-იან წლებში. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა რადიოკომუნიკაციაში 1890-იან წლებში.

1844 წლის 24 მაისს ქ. ვაშინგტონსა და ქ. ბალტიმორს შორის გაგზავნილია პირველი დეპეშა, რომელიც მორზეს მეთოდს იყენებდა.

სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე დაიბადა 1791 წლის 27 აპრილის ჩარლსთაუნში.მორზეს არ ჰქონდა სპეციალური ტექნიკური განათლება, ის იყო მხატვარი, ხელოვნების პროფესორი და ამერიკელი გამომგონებელი. მის განსაკუთრებით ცნობილ გამოგონებას წარმოადგენს - ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი («მორზეს აპარატი», 1836) და მორზეს ანბანი.

გარდაიცვალა 1872 წლის 2 აპრილს, ნიუ-იორკში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100