თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა
1 ნოემბრიდან
თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ხოლო ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა.
ახალი პირობების
თანახმად, შესაძლებელია:
·
თანხის მოთხოვნა 100-დან 10 000 ლარამდე
·
თანხის დამატება ყოველთვიური შენატანის
გაზრდის გარეშე
·
სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა
·
არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება
მომხმარებლების ცხოვრების
გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ
ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-მდე
ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან
თავისუფლდება.
არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების
შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო
განაკვეთიც 15,5%-დან იწყება.
სამომხმარებლო
სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიქსირებული
შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს. გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.
სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა ამარტივებს სესხის დამტკიცებას
და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ.
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
კომენტარი