თუ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩატარდა, ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება - რეზოლუციის პროექტი
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადებიან - პოლიტიკურ დებატებთან ერთად დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციასაც.
ცნობილია, რომ ევროპარლამენტარებმა სხვადასხვა ფრაქციებიდან რეზოლუციის 7 პროექტი მოამზადეს. ერთ-ერთ მათგანში სავიზო შეზღუდვების შესახებაც არის საუბარი.
უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ახალი მოწვევის ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებასაც ითხოვს.
ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლტიკური ჯგუფი რეზოლუციაში წერს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერება მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შემდეგ უნდა განიხილებოდეს.
თუმცა, რეზოლუციის ზოგიერთი ვარიანტი განსხვავებულია და ევროპარლამენტის ნაწილი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირი ტარგეტირებულ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს.
გარდა ამისა, დეპუტატები მოუწოდებენ "ოცნებას", იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მმართველმა გუნდმა უნდა უზრუნვეყოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება და უნდა შეწყვიტოს ოპონენტების და მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა.
ასევე, ევროკავშირი მხრს უჭერს გადაწყვეტილებას, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გახსნის, საქართველოს უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის მილიონიან ფონდებთან, როემლიც ქართველ ხალხს გადაეცემა.
მტკიცედ თვლის, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება, თუ არჩევნების ჩატარება არ შეესაბამება მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და თუ ეჭვქვეშ დადგება საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმები.
ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერება მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებისა და დომინანტი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შემდეგ უნდა განიხილებოდეს;
მოელის, რომ ქართული ოცნება პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლებას მშვიდობიანად დათმობს; მოითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები, რასაც ის ახორციელებს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ;
იმეორებს ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომლითაც საქართველო ისარგებლებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, როგორიცაა გაწევრიანების წინა დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს"- წერია დოკუმენტში.
კომენტარი