სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შად­რე­ვან­ში მო­ზარ­დე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და, მომ­ხდარს იხ­სე­ნებს. "სა­მი­ვე ბავ­შვი უგო­ნოდ იყო ჩა­ძი­რუ­ლი წყალ­ში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ორის გა­მოყ­ვა­ნა შევ­ძე­ლი, სა­დამ­დეც გა­მიძ­ლო ალ­ბათ თვი­თონ ორ­გა­ნიზ­მმა დე­ნის გამო. სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­სა­მე ბავ­შვი ვერ გა­დარ­ჩა. ნეტა ისიც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და არ მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვი. პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა მე მო­მი­წია, ხალ­ხიც უამ­რა­ვი იყო, ყვე­ლა ცდი­ლობ­და მის დახ­მა­რე­ბას, სას­წრა­ფოც მა­ლე­ვე მო­ვი­და და მერე მათ გა­აგ­რძე­ლეს ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან“. ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100