სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი „ჭინჭრის ციების“ გამო ეტყვიან - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს. "მინდა მოსახლეობას მივმართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“,- ამბობს პაატა იმნაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100