რა ბედი ელით იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულს ბავშვებს?
ხვალ, 26 დეკემბერს, 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ "იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი" გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: რა ბედი ელით იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულს ბავშვებს.მედიასთან შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს კიდევ ერთხელ შეახსენოს ჯანდაცვის სამინისტროს იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების პრობლემა, რომლებიც მათგან დახმარებას და გადაწყვეტილებას დღემდე ელიან. რამდენია საქართველოში ამ დაავადებით შეპყრობილი ბავშვი? როგორ და რა პირობებში მიმდინარეობს მათი მკურნალობა? რატომ არის ეს დაავადება ასეთი საშიში და რა შეიძლება გამოიწვიოს მან, თუ არ მოხდა დროული და ადექვატური მკურნალობა? უნდა ფინნასდებოდეს თუ არა იშვიათი დაავადებები სახელმწიფოს მიერ? რატომ არ არის საქართველოში იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის სრულყოფილი და მართებული ნუსხა? რატომ არ ხდება მიის განახლება რათა მოხდეს დაავადებების სამართავად გამოყოფილი თანხების რაციონალურად გადანაწილება? და რაც უმთავრესია, რას აკეთებს და როგორ ზრუნავს მათთზე სახელმწიფო? რა ბედი ელით იშვიათი დაავადებით - იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ბავშვებს? როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო მათ მომავალს?ამ და სხვა თემებზე ისაუბერებენ "იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის“ თავმჯდომარე ანა ბოქოლიშვილი, პედიატრ რევმატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლეკიშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.იუვენილური ართრიტი წარმოადგენს იშვიათ ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ვითარდება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. ის უპირატესად სახსრების და თვალის დაზიანებით მიმდინარეობს. საქართველოში დაავადებულია დაახლოებით 700 ბავშვი. ბავშვების დიდ ნაწილს აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და შეზღუდული შესაძლებლობები. პაციენტთა ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას 5-10 წლისგანმავლობაში III-IV ჯგუფის ინვალიდი ხდება. დაავადების მიზეზი უცნობია. სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვიანობა და არაადექვატური მკურნალობა აუარესებს დაავადების პროგნოზს.სამწუხაროდ, საქართველოში იუვენილურირევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ბავშვთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დასავლეთ ევროპის ავტორთა მონაცემებით (Ruperto N, Levinson JE,et al. J.Rheumatology 1997:24:945-51) ყოველ 100000 ბავშვზე რეგისტრირდება 86,1 - 94 შემთხვევა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით 643-702 შემთხვევა.
კომენტარი