სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა არსებობდეს შეშფოთება დემოკრატიული დებატების გაგრძელებასთან დაკავშირებით - ლორა ტორნტონი "რუსთავი2"-ის საქმეზე

„რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.

ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ის "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელობის დიპლომატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან გამართულ შეხვედრას ემოციურს უწოდებს და მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ტელეარხსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვენი შეხედულების მიუხედავად, უნდა არსებობდეს შეშფოთება ოპოზიციური ხმებისა და დემოკრატიული დებატების გაგრძელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის. NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას,"-აცხადებს ტორნტონი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100