სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენი მილიონი გადაუხადა ალასანიამ გაჩეჩილაძეს?

„დრონი.ჯი“-ს ხელში ჩაუვარდა რადიკალური ოპოზიციიდან გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების პოლიტიზირებულ ნაწილს შოკში ჩააგდებს... რატომ არ დააყენა მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ლევან გაჩეჩილაძემ? რას სთავაზობდა ნოღაიდელი ალასანიას და როგორ ცდილობდნენ ალასანია და „გრეჩიხა“ ერთმანეთის მოქრთამვას?

მაშ ასე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ჩანს, „შავი ფულიც“ ახლავს თან. რადიკალების აწ უკვე ოფიციალურმა დირექტორმა, ზურაბ ნოღაიდელმა თავდაპირველად ალასანიას მოქრთამვა ლევან გაჩეჩილაძის მეშვეობით სცადა. „დაღლილი ვირის“ დავალებით ალასანიასთან გაჩეჩილაძე მივიდა და მერის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები - ორი მილიონი დოლარი შესთავაზა.

ნოღაიდელ-გაჩეჩილაძის სქემა ასეთი იყო - ალასანია საერთოდ უნდა გამქრალიყო პოლიტიკური არენიდან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვა. სამაგიეროდ კი ნოღაიდელისგან გამოგზავნილ ორ მილიონს ჩაიჯიბავდა.

შესაბამისად, მერის არჩევნებში კენჭს გაჩეჩილაძე იყრიდა, სუბარი კი კვლავ შეინარჩუნებდა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას და ე.წ. ეროვნული საბჭოს მხარდაჭერითაც ისარგებლებდა.

პირველადი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ „მოსაფიქრებლად“ ერთკვირიანი ვადა ითხოვა და ამერიკაში გაემგზავრა.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, შტატებში ალასანია გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის გარემოცვას შეხვდა (ჩურკინი მისი მეგობარია) და მასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა.

გაჩეჩილაძე-ნოღაიდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ალასანია მათ წინადადებაზე დათანხმდებოდა და საპარლამენტო, ან საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოლიტიკურად არ გააქტიურდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სხვა გეგმები ჰქონდათ ჩურკინსა და მის პოლიტ-პარტნიორებს...

ამერიკიდან დაბრუნებულმა ალასანიამ ლევან გაჩეჩილაძეს ორ მილიონ დოლარზე უარი უთხრა. სამაგიეროდ აქეთ შესთავაზა სამი მილიონი იმ პირობით, თუ „გრეჩიხა“, როგორც კანდიდატი, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ალასანიას გეგმის მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძეს საკრებულოში კენჭი უნდა ეყარა ვაკის რაიონიდან და ამით და სამი მილიონით უნდა ამოწურულიყო მისი პოლიტიკური ამბიცია...

თუმცა პოლიტვაჭრობას კიდევ უფრო მეტი დრამატიზმი „სჭირდებოდა“. „გრეჩიხა“ ნოღაიდელთან მივიდა და ალასანიას წინადადება გააცნო. მან ნოღაიდელს უთხრა - ალასანია დიდ ფულს მიხდის, თუ შენ ამდენივეს, ან უფრო მეტს გადამიხდი, მაშინ ჩემს კანდიდატურას დავაყენებ, ალასანიას ხმებს წავართმევ, ხოლო დამარცხების შემთხვევაში ხალხს ქუჩაში გამოვიყვანო...

გავრცელებული ინფორმაციით, ნოღაიდელმა გაჩეჩილაძეს ერთხელ უკვე გადაუხადა გვარიანად, მაგრამ, როგორც ე.წ. ეროვნულ საბჭოში, „კონსერვატორებისა“ და ხალხის პარტიის წარმომადგენლები პრივატულ საუბრებში ამბობენ, „დაღლილი ვირი“ წუხდა, რომ „გრეჩიხამ“ პირობა არ შეასრულა - ალასანია ვერ „დაავერბოვკა“.
ამიტომ ნოღაიდელმა აღარ ისურვა, ლევან გაჩეჩილაძისთვის მინიმუმ 3 მილიონი გადაეხადა, შესაბამისად კი, „გრეჩიხას“ ისღა დარჩა - ალასანიასთან მისულიყო და მისთვის მოესმინა...

შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - სიტყვით გამოსული ლევან გაჩეჩილაძე შეეცადა ოპოზიციის გამარჯვების სურვილით, ერთიანობის შენარჩუნების მცდელობითა და ოპოზიციის კანდიდატებისთვის ხმების არწართმევის მიზეზით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილება - იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატი არ იქნება.

„დრონი.ჯი“ ცდილობდა დაკავშირებოდა ლევან გაჩეჩილაძეს, თუმცა „რატომღაც“ `გრეჩიხამ~ არ ისურვა ჩვენთან საუბრი. უნდა ითქვას, რომ ინფორმაციას, ალასანია-გაჩეჩილაძის ურთიერთმოქრთამვის მცდელობის შესახებ, არ ადასტურებენ არც ეროვნულ საბჭოში და არც – „ალიანსში“ (ალბათ, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ დაედასტურებინათ).

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ, ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციაში მართლაც დიდი აღებ-მიცემობა იყოს გაჩაღებული. მეტიც, როგორც საპარლამენტო, ისე ლეიბორისტული პარტიის გულშემატკივრებმაც „დრონი.ჯი“-ს განუცხადეს, რომ ნოღაიდელი ყველა ღონეს იხმარდა ალასანიას მოსარჯულებლად. მათ შორის, სავარაუდოა, რომ ფინანსური რესურსითაც შეეცდებოდა `ალიანსის~ დაშლა-დაქუცმაცებას, მაგრამ, შესაძლოა, ალასანიამ სხვა ფინანსურ რესურსს მიაგნო და ნოღაიდელი, როგორც `ფულის ტომარა~, უკვე აღარ აინტერესებდა...

ალასანიას, მართალია, ორი მილიონის აღება-არაღების გამო ერთკვირიანი ფიქრი დასჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზუსტად ამ ერთ კვირაში, ამერიკაში ყოფნის დროსა და ჩურკინის გარემოცვასთან კონსულტაციების შემდეგ მოაგვარა „ფინანსური დახმარების საკითხი“. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა იქიდან „ფინანსურად ძლიერი“ და ლევან გაჩეჩილაძეს იქით შესთავაზა სამი მილიონი... საინტერესოა, ვისი იყო ის წყეული სამი მილიონი - ვიტალი ჩურკინის თუ...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100