სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ აჩუქა სახლი სოფო ნიჟარაძეს და მიდის თუ არა მომღერალი საქართველოდან?

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფო ნიჟარაძეს, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში 117 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა აჩუქეს, მომღერალი "პირველ რადიოსთან" საუბარში ადასტურებს.

როგორც ნიჟარაძე განმარტავს ბინა მას საკუთარმა ძმამ ირაკლი ნიჟარაძემ აჩუქა. ფართობი კი ჯერ კიდევ მშენებარე კორპუსში, ოჯახმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა და სოფოს ძმის, ირაკლის სახელზე გააფორმა. რამდენიმე თვის წინ კი ძმამ სოფო ნიჟარაძეს ბინა ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა. "რამდენიმე თვის წინ ჩემმა ძმამ მაჩუქა ეს ბინა, რისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას. არსებობს ჩუქების ხელშეკრულებას, არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერიც და ყველას შეუძლია მისი ნახვა..." განაცხადა სოფო ნიჟარაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში. მომღერალმა უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე რომ საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის-"ჩემი ქვეყანა არის აქ და არსად წასვლას საცხოვრებლად არ ვაპირებ, მაქვს უამრავი გასტროლი და შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან კონცერტების ჩატარების თაობაზე..." განაცხადა მომღერალმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100