სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხსოვნის კვირეულს კერძო კომპანიები შეუერთდნენ

"პრაიმ ტაიმის" აქციას, ხსოვნის კვირეულის შესახებ კერძო კომპანიებიც შეუერთდნენ. კომპანია "ვისოლი" და მისი შვილობილი "სმარტი", ასევე ჰიპერმარკეტი "გუდვილი" ხსოვნის კვირეულს შეუერთდნენ. "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე ოპერატორები მკერდზე მიბნეული წითელი ყაყაჩოებით ემსახურებიან მომხმარებელს, ასევე, ყაყაჩოებს მსურველებს საჩუქრადაც გადასცემენ. "გუდვილში" კი წითელი ყაყაჩოს ლოგოს მქონე მაისურები გაიყიდება და შემოსავალი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100