თიკა ჯამბურია თხოვდება
ყოფილ
ქმარს არ
ჩამორჩა თიკა
ჯამბურია და
დღეს მომღერალმა
თავის ცხოვრებაში
მომხდარი სიახლის
შესახებ აცნობა
საზოგადოებას.
მომღერალმა
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მარჯვენა ხელის არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.
''უბედნიერესი
ვარ'' - წერს თიკა და სურათის გამოქვეყნებიდან
რამდენიმე
წუთში უამრავ მილოცვას იღებს. ვინ არის მისი რჩეული და რა ხდება რეალურად მომღერლის ცხოვრებაში, ამაზე თიკამ ჟურნალ „რეიტინგთან“ ისაუბრა:
- ვინაა
შენი რჩეული?
- თვითონ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ არ გავამჟღავნო მისი ვინაობა. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი, მაქვს, რომ ჩემი ბედნიერება ყველას ძალიან გაუხარდება.
- როდის
გადაწყვიტე გათხოვება?
- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდებოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს.
- ალბათ
ცოლობა ძალიან
რომანტიკულად გთხოვათ.
- მართლა
ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.
- გუშინ
გავრცელდა ინფორმაცია,
რომ შენი
ყოფილი მეუღლე,
ბექა ხოფერია
ვინმე ლიკა-
ლიკუნაზე არის
შყვარებული.
- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე საუბარი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენს
რჩეულს რა
პროფესია აქვს,
ის მაინც
გაგვიმხილე.
- ბიზნესმენია.
ამჯერად თბილიშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს.
- დიდი
ხანია, ერთმანეთს
იცნობთ?
- დიდი
ხანია, ვიცნობ.
- როდის
აპირებთ ოფიციალურად
დაოჯახებას?
- ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. გაოცებული ვარ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და მომავალ გეგმებზე ჯერ არ გვისაუბრია.
კომენტარი