გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა
ბუნებრივი
აირის ტარიფი
5 თეთრით შემცირდა,
- ამის შესახებ
ჟურნალისტებს მთავრობის
სხდომის შემდეგ
ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების
მინისტრმა კახი
კალაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით,
10%-ით შემცირებული
გაზის ტარიფით
საქართველოს მოსახლეობა
დღეიდან ისარგებლებს.
"დაწყებულია
ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ",
- აღნიშნა
კახი კალაძემ.
ენერგეტიკის
მინისტრის ინფორმაციით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.
კომენტარი