სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბი მოწმობების გაცემის ფაქტზე 5 პირი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება წამოადგენდა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე გასცემდნენ.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100