სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აკაკი ზოიძე: ვალების გამოსყიდვაში ფინანსურ უზრუნველყოფას საქველმოქმედო ფონდი "ქართუ“ გააკეთებს“

„გადაჭარბებით შეფასება ამ ინიციატივის შეუძლებელია. 31 დეკემბერს 600 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები შეხვდებიან ვალების გარეშე, სუფთა ფურცლიდან, ახლიდან. გარკვეულწილად ეკონომიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის ძალიან დიდი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ქვია ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯი მე ესე ვიტყოდი, იმ პრობლემის გადაჭრაში რასაც ქვია ჭარბვალიანობა, რომელიც თავის მხრივ ჩვენ მოქალაქეების სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა როგორც ითქვა, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი ფაქტორი.

ვალების გამოსყიდვა, ჩამოწერა მოხდება მოქალაქეებისთვის. ფინანსურ უზრუნველყოფას ამ პროცესის გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია, რაც შეეხება იმ 600 ათასს ადამიანს, გრძელდება მოლაპარაკებები. ჭარბვალიანობის პრობლემა ამითი, როგორც უკვე ითქვა ეს არის გარღვევა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაჭრა პრობლემის, არსებობს კიდე მევახშეებით დაზარალებულები, არსებობს სხვა მოქალაქეები, რომლებსაც იმ ვთქვათ, იმ პარამეტრებში არ ჯდებიან, თუმცა 95 პროცენტი არის სწორედ სამომხმარებლო და ონლაინ სესხების საფინსანსო ინსტიტუტების აღებულის... 95 პროცენტი მოქალაქეების ჯდება ამ პარამეტრებში 2 ათასი ლარი ძირი ვისაც ჰქონდა სესხი ან დარჩენილი შესაბამისად, მაგრამ ასევე რჩება გარკვეული ნაწილი, რომელზეც მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები განკარგვადი იყოს და მათ დარჩეთ და არ წავიდეს ვალების მომსახურებაში. აი ეს ძირითადი ნაწილი და იყოს ეს რაციონალური პროცენტი აი ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 600 ათასზე უკვე არის დასრულებული მოქალაქეზე, კიდევ ვალების რეესტრში არის 150 ათასი ადამიანი ამის გარდა არსებობს კერძო მევახშეებით დაზარალებული ადამიანები ანუ მარტო ამ 600 ათას ადამიანს არ აქვს ეს ვალი, სხვა ადამიანებს აქვს ვალი და ამ 600 ათას ადამიანზე შეთანხმება მიღწეულია კომერციულ ბანკებთან. გრძელდება მოლაპარაკებები და მუშაობა მთავრობის ზოგადად იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა და ეს არის პროცესი ერთიანი პროგრამის, რომელიც დაიწყო 8 თვის წინ, როდესაც მთავრობა, ახალი მთავრობის პროგრამა გაჟღერდა, როცა პროგრამა ჩვენ დავამტკიცეთ, ნდობა გამოუცხადეთ მთავრობას. ჭარბვალიანობა ამ პრობლემის გადაჭრა, ამ პრობლემით გამოწვეული სიღარიბის გადაჭრა იყო ჩვენი ახალი მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და კონკრეტული შედეგები დგება სწორედ დღეს. აგვისტოში პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ შემოდგომაზე იქნებოდა კონკრეტული ძალიან საინტერესო ინიციატივა და სწორედ ეს ინიციატივა გაჟღერდა პრემიერი ბახტაძის მიერ და ის რომ პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ თქვა, რომ რადიკალურ ცვლილებას შეიტანდა, ისეთი ცვლილებები მოხდებოდა, რომელიც თითოეულ ოჯახის ასე ვთქვათ ცხოვრების ხარისხზე მოახდენდა გავლენას, ესეც სწორედ მიეკუთვნება ასეთი ტიპის ინიციატივას“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100