სოფლელი ბაბუს წერილი მაია ასათიანს
თოქ-შოუ პროფილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მაია ასათიანს მოხუცმა ბაბუმ მისწერა. წერილის ტექსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ჩემო მაიკო, არ დამძრახო, ასე რომ მოგმართავ, ჩემი ოჯახის წევრად გთვლი, მე და ჩემი გამოყურებული ბერიქალი გულისფანცქალით ველოდებით ყოველ ხუთშაბათს, მარტონი ვართ და თქვენს გადაცემას სიხარულით ვუყურებთ. ამ ბოლო დროს პაწაი ბუზღუნი დეიწყო ბერიქალმა მაიკო სად ნახულობს ამდენ ოთხნაქმარევს და ხუთნაქმარევსო, ადრე კექსის ლაპარაკობდნენ და ახლა სექსი, სექსიო. რაა აი სექსიო? რო ავუხსენი იკივლა, გაფუჭებულა აი ციცაო, ამისთანებს ტელევიზორში რავა ლაპარაკობსო.
მაიკო, ჩემი ქალიც და სხვებიც ლაპარაკობენ, კაი გადაცემები ჰქონდა და გააფუჭაო. რაიონულ გაზეთშიც გამოქვეყნდა თქვენზე უარყოფითი წერილი."“
კომენტარი