სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდნენ

დღეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდნენ და არაალკოჰოლური სასმელების მარკირების მოსალოდნელ უარყოფით ფისკალურ შედეგებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრის ბრძანების თანახმად, 2013 წლის 1 იანვრიდან მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას უნდა დაქვემდებარებულიყო არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის , მინერალური და მტკნარი წყლები). ბრძანების ამოქმედება ახალმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რამდენჯერმე გადადო, თუმცა ჯერ არ გაუუქმებია.

ასოციაციამ ექსპერტებს გააცნო ახალი რეგულაციის შემორების სავარაუდო ეკონომიკური ანალიზი და მოსალოდნელი ფისკალური შედეგები. პროგნოზი პესიმისტურია - ბიუჯეტს მხოლოდ გადასახადების სახით ყოველწლიურად 4 მილიონამდე ლარი დააკლდება, რაც უარყოფითად აისახება როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების, ასევე სოციალური საკითხების მოგვარების კუთხით.

ეკონომიკის ექსპერტებმა სამუშაო ადგილებისა და დარგში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილის ანაზღაურების მნიშვნელოვან შემცირებაზე ისაუბრეს. ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება როგორც ფისკალური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, გაუმართლებელია, რადგან არათუ ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის განვითარებას და ბიუჯეტის შემოსავლების მატებას, არამედ ბარიერებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას და მას არაკონკურენტულ პირობებში აყენებს უცხოურ კომპანიებთან შედარებით.

ასოციაციის წევრებმა ექსპერტებთან მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც ისაუბრეს და შეხვედრის მთავარი თემის განხილვის გასაგრძელებლად მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100