სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სიყვარული ის თავგადასავალი აღმოჩნდა, რომელმაც სხვადასხვა გზებით წაგვიყვანა ორივე“ - ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი დაშორდნენ

მსახიობი ჩენინგ ტატუმი და მისი მეუღლე ჯენა დევანი 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ თავად წყვილმა ამცნო საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით:

„მეგობრებო, ჩვენ გვსურს ახალი ამბავი გამცნოთ. პირველ რიგში, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ის, რომ ამ ამბავს საზოგადოებას ასეთი ფორმით ვაგებინებთ, თუმცა ჩვენი ცხოვრება ხალხისთვის საინტერესოა და ეს გზა თავად ავირჩიეთ და მადლობლებიც კი ვართ თქვენი ინტერესისთვის.

გადავწყვიტეთ დავშორდეთ. ჩვენ მრავალი წლის წინ შევიყვარეთ ერთმანეთი და ამ სიყვარულმა უამრავი თავგადასავალი გამოგვატარა. ახლაც ძველებურად გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ თავად სიყვარული ის თავგადასავალი აღმოჩნდა, რომელმაც სხვადასხვა გზებით წაგვიყვანა ორივე. ჩვენს დაშორებას არ ახლავს სკანდალები და გაუგებრობა, უბრალოდ ორმა საუკეთესო მეგობარმა გადაწყვიტა, ერთმანეთს ხელი შეუწყოს ახალი ცხოვრების დაწყებაში. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვიქნებით კიდეც, რადგან გვყავს ქალიშვილი ეველინი და მისთვის ღირსეული მშობლები ვიქნებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

ჩენინგსა და დევანს ერთმანეთი 2006 წელს შეუყვარდათ, სამი წლის შემდეგ კი წყვილმა იქორწინა. მათი სიყვარული ყველასთვის მისაბაძი იყო, რადგან არც ერთს ერიდებოდა სახალხოდ იმის აღიარება, რომ ყველაზე ბედნიერები და უზომოდ შეყვარებულები იყვნენ ერთმანეთზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100