ნინო კირთაძე ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპის მეორე ეტაპს ატარებს
ნინო კირთაძე ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპის მეორე ეტაპს ატარებს. ვორქშოპს კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის გამარჯვებული ავტორები ესწრებიან.
23 მარტს სამუშაო ჯგუფი ფიჩინგ ტრენინგებზე იმუშავებს, 24 მარტი კი ინდივიდუალურ შეხვედრებს დაეთმობა.
ვორქშოპის პირველი ეტაპი 25-დან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართა.
ნინო კირთაძე არის გერმანიის ოქროს გრიმმეს მფლობელი, დაჯილდოებულია ამერიკის სანდანსის საუკეთესო რეჟისორის პრიზით, მიღებული აქვს Cinéma du Réel-ის მთავარი პრიზი პარიზში და Vision du Réel-ის გრან პრი შვეიცარიაში. აგრეთვე, ნინო კირთაძე ევროპული კინოაკადემიის "ოსკარის" მფლობელია.
კომენტარი