სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიას გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა - ნუკრი ქანთარია

„მის გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა,“ - ეს განცადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ გიორგი გახარიას მისამართით გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ქანთარია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ნებართვის გარეშე, სამართალდამცველები შეტევაზე არ გადავიდოდნენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, თავისთავად არის ბუნებრივი, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული, რომ წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის და შემდეგ, როდესაც იძულებულები გახდებოდნენ, მასთან მივიდოდნენ, ეს ჩემი ვარაუდია, მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე იქნებოდა. მის გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა. წარმოიდგინეთ ორი საათის განმავლობაში იტაცებენ მის კოლეგებს, არის შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა და ესენი ითმენენ და უკვე თხელდება ეს კორდონი. ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ გასცემდა დასტურს გახარია და ისინი გადავიდნენ შეტევაზე,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100